გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას
01-02-2016, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო ფორუმ "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების" გახსნისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

"ჩვენ განუხრელად ვადგავართ დემოკრატიული განვითარების კურსს, რაც ევროკავშირთან დაახლოების მთავარი პირობაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას. მოგეხსენებათ, რომ ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

 

 

 

ეს გახლავთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რაც გადაჭრის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას. ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯებესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას.

 

 

საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს - ჩვენს ხალხს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის თავისუფლებას და, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები. მთავრობა დიდად აფასებს იმ მნიშვნელოვან დისკუსიებს, რომლებსაც თქვენ წარმართავთ ამ ფორუმის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დისკუსიების დროს გამოთქმული იქნება იდეები და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობას სამომავლო საქმიანობაში", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი