საქართველოს საპატრიარქო 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართი კრების განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს ამზადებს
01-02-2016, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

22-27 იანვარს ჟენევაში (შამბეზში), მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი.


განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქო ამზადებს 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართი კრების განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს:

 
"22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ჟენევაში (შამბეზში) გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგები ასეთია: როგორც უკვე განვაცხადეთ, წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდება; შეთანხმებული და ყველას მიერ მიღებული საკითხების გარდა სხვა თემა კრებაზე არ განიხილება; წმინდა და დიდ კრებაზე მოხდება უკვე შეჯერებული საკითხების ხელახლა განხილვა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებების საბოლოო მიღება.


თითოეული ავტოკეფალური ეკლესია ერთი ხმის უფლებით ისარგებლებს. მიიჩნევა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი. იგეგმება, რომ წმინდა და დიდი კრების გახსნას და დახურვას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრონ სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით; უშუალოდ კრებას კი, - მხოლოდ მართლმადიდებელი იერარქები, სამღვდელოების, ბერ-მონოზვნებისა და ღვთისმეტყველთა გარკვეული რაოდენობა. კრების ჩატარება განზრახულია 16-28 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე.

 
აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შამბეზში ასევე განხილული იყო სამი საკითხი, რომელთაგან საერთო კალენდრის თემა ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტმა, - „ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები,"- რადგან სათანადო ცვლილება არ განიცადა, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა მას ხელი არ მოაწერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი კიდევ უნდა დამუშავდეს.


საქართველოს საპატრიარქო ამზადებს კრებაზე განსახილველი ტექსტების ქართულ ვარიანტს და მალე გამოაქვეყნებს," ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი