ირაკლი ლექვინაძე: პაატა ჯაჭვლიანი მერიაში სხვა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას - ეს ერთ-ერთი რიგითი გადაადგილებაა
01-02-2016, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკადრო ცვლილებები მერიაში ჩვეულებრივი პროცესია, რომლის მიზანი არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. ირაკლი ლექვინაძემ კომენტარი გააკეთა მერიის ადმინისტრაციის უფროსის პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტზე. ირაკლი ლექვინაძის თქმით, საკადრო გადაადგილებები მერიაში ახლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომლის მიზანია მოხდეს პროცესების გაუმჯობესება და გამოწვევებზე, რომელიც მერიაში არსებობს, ეფექტური რეაგირება.

 

 

"ეს ერთ-ერთი რიგითი გადაადგილება. პაატა ჯაჭვლიანი მერიაში სხვა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა ლექვინაძემ. ირაკლი ლექვინაძემ საუბრისას არ დააკონკრეტა, თუ როდის გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსის ვინაობა. იანვრის ბოლოს მერიის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიაში მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ იგი მერიის სხვა სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი