საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების შესახებ გადაწყვეტილებას საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით მიიღებს. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი მედიისგან შეიტყო, ამიტომ, ჯერჯერობით არ იცის, რა გეგმები ექნება და შეძლებს თუ არა პარლამენტში მისვლას.
"ვნახავ გრაფიკს და დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მიღებული ჩემს კოლეგებთან ერთად", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.