ათ დღეში საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
11-04-2014, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

პრესკონფერენციაზე შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ათ დღეში ის საქართველოს ეწვევა. მან ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა.

 

 

"ასოცირების საკითხთან დაკავშირებით უკვე გადაწყვეტილია, რომ მას დაჩქარებულ ვადებში მოეწერება ხელი, სწორედ ეს იყო ჩემს ქართველ კოლეგასთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამ მიმართულებით საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები" - აცხადებს შტაინმაიერი.

 

 

მაია ფანჯიკიძემ გერმანელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გერმანიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

 

 

"ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე ძალიან მცირე დრო რჩება. მიმდინარეობს ბოლო მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დროსაც ევროპელ ლიდერებთან ინტენსიურ დიალოგს გავაგრძელებთ" - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრესკონფერენციაზე უკრაინის კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროპა ძალისხმევას არ იშურებს რათა უკრაინის კრიზისი საერთო ევროპულ კრიზისში არ გადაიზარდოს.

 

 

"არ უნდა არსებობდეს იმის საშიშროება, რომ ევროპა ხელახალი გახლეჩვის წინაშე აღმოჩნდეს. ის, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს მიუღებელია, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის მაგალითი. ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დასაწყებად" - აცხადებს შტაინმაიერი.

 

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, კონფლიქტები ორი ქვეყნის ურთიერთობას აფერხებს. მისი თქმით, საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან მიმართებაში ახალი მიდგომები აირჩია, თუმცა ეს პროცესი ჯერ წარმატებული არ არის, რადგან ქვეყნის 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

 


"საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მზადება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, არ არსებობს კითხვის ნიშნები და სწორედ ამის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება და ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ძალიან მალე მოეწერება ხელი", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

 


გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა აქვს. "აღსანიშნავია საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება დემოკრატიზაციის პროცესში და რეფორმების ის კურსი, რომელსაც თქვენი ხელისუფლება მიჰყვება. მსურს ამ კურსის მხარდაჭერა გამოვხატო და დაგარწმუნოთ, რომ თქვენ გექნებათ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ეს ეხება საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან", - განაცხადა შტაინმაიერმა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს ქრისტოფ ჰოისგენს, ასევე ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როტგენს შეხვდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი