ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე დაინიშნა 38 ღირსეულ მოსამართლესთან ერთად
01-02-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლევან მურუსიძე დაინიშნა 38 ღირსეულ მოსამართლესთან ერთად და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საპროტესტო აქციები ხელს უშლის დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებას. იგი გამოეხმაურა ქობულეთიდან ჩამოსული მოქალაქეების პროტესტსაც.


"ლევან მურუსიძე დაინიშნა 38 ღირსეულ მოსამართლესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენთან ერთად დამოუკიდებელ სასამართლოს. ქობულეთიდან ჩამოსულმა ბრალდებულის ახლობლებმა მკვლელი მიწოდეს. წელიწადნახევარია გვლანძღავენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოიყვანა ეს ხალხი და აჩვენა, რომ მეც ვარ ლევან მურუსიძე. დიახ, დღეს მეც ვარ ლევან მურუსიძე. ეს არაერთხელ მითქვამს, მათ შორის, სოციალურ ქსელში. ასევე ვარ ევა გოცირიძე, ასევე ვარ კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია, რომლებიც თურმე იმიტომ უნდა გავუშვათ, რომ მათ არ მოსწონთ. ცოტა ხნის წინ განვიხილე საქმე, სადაც სამი ბრალდებულიდან 2 ყაჩაღი გავუშვი. თავისუფალი და დამოუკიდებელი რომ არ ვიყო, ამას ვერ ვიზამდი. თავის დაცვა გვიწევს იმის გამო, რომ ვიღაც მხარე გამოდის და ამბობს, რომ ალანია, მე და სხვები მურუსიძეები არიან. მათ არ გააჩნიათ იმის არგუმენტი, რატომაც ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას," განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი