საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, პარლამენტში გამოსვლის ფარგლებში ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
"ჩვენი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება," განაცხადა კვერენჩხილაძემ. რაც შეეხება პრეზიდენტის მოხსენების შინაარსს, მისი თქმით, ესეც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით.
"იგი ეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემატიკა," აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. რაც შეეხება ფორმატს, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მარგველაშვილი მზადაა ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.
"ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია და შეგვიძლია კვლავ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა," განაცხადა კვერენჩხილაძემ.
გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.