საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული ძალისხმევა, რომ თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს. ამის შესახებ ჰერმანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე "საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ. საქართველოს პრიორიტეტები უპირველეს ყოვლისა, არის ექსპორტის გაძლიერება, ასევე კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მომხიბლავი გახდეს და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.