"ნეტავ როდის ვეღირსები იმ დღეს, როცა ჟურნალისტები დასვამენ ასეთ შეკითხვას: რა თემაზე გაიმართება პრეზიდენტის გამოსვლა, რა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება პრეზიდენტის გამოსვლა და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხის გარშემო. მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა"- აღნიშნული განხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
"დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს. მოვისმენ, გირჩევთ რომ აქცენტი გააკეთოთ არა იმაზე, ვინ დაესწრება და ვინ არა, არამედ რას მოვისმენთ, რის გარშემო იქნება ის მთავარი, რაზეც გაიმართება დიალოგი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.