დავით უსუფაშვილი: საპარლამენტო სიების ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა არ იქნება, თუნდაც ახლოს მოსატანიც კი იმასთან, რაც იყო 2012 წელს
01-02-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო სიები კოალიციაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაკომპლექტდება, რესპუბლიკელები კი ამ კოალიციის შემადგენლობაში იქნებიან წარმოდგენილი. მან ასევე აღნიშნა, რომ სიების ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილიც იქნება ჩართული, თუმცა მისი როლი არ იქნება ისეთივე, როგორც ეს 2012 წელს იყო.


"კოალიცია შევედით თუ არა პარლამენტში ყველა ერთად, ალბათ მე-2 დღესვე დაიწყო ამბები, აი ნახავთ ახლა რესპუბლიკური პარტია 2 დღეში წავა სადმე. სანაძლეოები უნდა დამედო ყველა იმ პროგნოზის გამცემისთვის თუ ჟურნალისტისთვის თუ ოპონენტისთვის, მაგრად ვზივარ რაა. ამ ბიძგებს რომ ვექვემდებარებოდეთ, მაშინ რატომ უნდა ვიჯდე იქ, სადაც ვზივარ. ბიძგების სურვილიც რომ არ იყოს, მაშინ პოლიტიკა არ იქნებოდა და ეს არ არის, კიდევ გეუბნებით რაღაცა კეთილშობილ ჭაბუკთა და ქალიშვილთა რაღაცა კრებული, სადაც, უიმე თქვენი ჭირიმე, ე.ი. რამე არ გეტკინოთ და არ გაწყენინოთ. რა თქმა უნდა ეს კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ხან გიბიძგებენ, ხან გიკბენენ, ხან გიბწკენენ, ხან რაღაცა იქნება, მაგრამ ამის გამო ფატალისტური დასკვნების გაკეთება, რომ მორჩა, დასრულდა, ვიღაცა მირბის და ა.შ., ასე არ არის", აღნიშნა დავით უსუფაშვილმა, რომლის თქმითაც საარჩევნო სიის პირველი ნომერი სავარაუდოდ გიორგი კვირიკაშვილი იქნება, სიების ფორმირებაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არ იქნება ისეთივე, როგორც ეს 2012 წელს იყო.

 

"მთავარი პირი და მონაწილე, რომელიც გადამწყვეტი იქნება უფლებამოსილების, იქნება კოალიციის ლიდერი, მაგრამ ამასაობაში, სიის დაკომპლექტება რასაც ჰქვია, ეს ჩვენს შემთხვევაში ნიშნავს კოალიციურ შეთანხმებას. არც 2012 წელს დაპომპლექტებულა სია ერთი ადამიანის მიერ და არც ახლა იქნება ასე. იქნება თუ არა ამაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, მგონია, რომ იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იქნება, მისი აქტიურობა იქნება, თუნდაც ახლოს მოსატანიც კი იმასთან, რაც იყო 2012 წელს, მაშინ როცა თავად ხელმძღვანელობდა ამ სისტემას," აღნიშნა უსუფაშვილმა.


უსუფაშვილმა ასევე თქვა, რომ მან არ იცის ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ.


"ჩვენ ძალიან ბევრი წელი გავატარეთ ერთად, ძალიან მძიმე საქმეში. თუ ხვალ, ზეგ, ირაკლი ისევ მოისურვებს რაიმე ტიპის აქტივობას და ჩვენ ერთად აღმოვჩნდებით, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუმცა მე მის რაიმე გეგმების თაობაზე არ მსმენია," განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი