ბარაქ ობამა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს
01-02-2016, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.


 ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


"ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად", - ნათქვამია წერილში.


ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 31 მარტიდან პირველ აპრილამდე გაიმართება.


"ვიმედოვნებ, შემომიერთდებით ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტზე, რათა განვაგრძოთ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი