დღეს, თანამედროვე ქართველობის უმრავლესობა როგორ მოიქცევა, გაფიქრებისაც კი მეშინია!
11-04-2014, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღმერთო, მაპატიე! ასი ათასი მოწამის სვე-ბედს, რომ ვიშველიებ მაგალითად!.. წარმოიდგინეთ, რომ, როგორც 8 საუკუნის წინათ, დღეს, მეტეხის ხიდზე, ასფალტზე დაბრძანებულია მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმიდა ხატები და ხიდის ერთ მხარეს დგახართ თქვენ, თქვენს ოჯახთან ერთად... არ გაგაჩნიათ სახლ-კარი და გაქვთ 1 000 000 (ერთი მილიონი) ვალი, ხოლო, მეორე მხარეს "დგას ჩემოდანი", რომელშიც 10 000 000 (ათი მილიონი) ლარია, რომელიც თქვენი გახდება, თუ თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად ფეხს დაადგამთ - მაცხოვრისა და დედაღვთისმშობლის წმიდა ხატებს - და ისე გადახვალთ ხიდის მეორე მხარეს... ირგვლივ არავინაა, მარტონი ხართ და ვერც ვერავინ გაიგებს, თუ რას მოიმოქმედებთ... მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა, ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით ფეხი არ დააბიჯეს წმიდა ხატებს და მარადისობას შეუერთდნენ, მიწიერი სიცოცხლე დათმეს! დღეს, თანამედროვე ქართველობის უმრავლესობა როგორ მოიქცევა, გაფიქრებისაც კი მეშინია!..

 

 

დიახ, ღრმა ზნეობრივი და ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში იმყოფება ქართველი ხალხი... სულიერებაც გვაკლია და ოჯახიც აღარ დარჩა, რომ ვალი არ ახრჩობდეს... 20 წელზე მეტია, რაც ქრონიკულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ქაოსმა გააღატაკა მოსახლეობის 80%!.. მასობრივმა ემიგრაციამ მოიცვა ქვეყანა. მოსახლეობაში, ღრმად არის წასული მომავლის უპერსპექტივობის განცდა... ამ ფონზე კი, ჩვენს ქვეყანაში მოძალებულ უცხო და უზნეო ფასეულობების პროპაგანდას, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა, სამწუხაროდ, ბევრი თუ ცოტა ჩვენი თანამემამულე, ვერ უძლებს... არავის განვიკითხავ, მხოლოდ საკუთარ თავს!... დღეს, მავანნი, გვამუნათებენ ქართველებს, - თუ "კაი ცხოვრება, ფუფუნება და უსაფრთხოება" გინდათ, მაშინ სექსუმცირესობათა "პარადიც" და აქედან გამომდინარე, მომავალში ერთსქესიანთა "ქორწინებაც" უნდა დაუშვათ, აბა ისე, "ცივილიზებულ ერთა" შორის, თქვენი ადგილი არ იქნებაო!.. აი, ასე! ქართველებო, არ შევცდეთ და არ შევდრკეთ, "ფეხი არ დავაბიჯოთ" ჩვენს წარსულს, თორემ არც აწმყო და არც მომავალი არ გვექნება!.. გვახსოვდეს, რომ ჩვენი გადარჩენა რწმენისა და ზნეობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაშია, სხვაგვარად, ყველას მოგვეკითხება, - "ბილწთ არ შევეკრათ ზავითა"! - არ ვუკმიოთ ბოროტს და არ შევეგუოთ ცოდვას!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი