იანოშ ჰერმანი: ჩვენ ნულოვან ტოლერანტობას ვუცხადებთ სექსუალურ ძალადობას და მსგავს კრიმინალურ ქმედებებს
01-02-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის მისიაში მონაწილე სამხედროების სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს.


იანოშ ჰერმანმა ეს ჟურნალისტებთან ცენტრალურ აფრიკაში სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.


ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროები ვალდებულები არიან, ევროკავშირის სტანდარტები დაიცვან და მსგავსი დანაშაულებები არ ჩაიდინონ.


,,ჩვენ ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ. ჩვენ ნულოვან ტოლერანტობას ვუცხადებთ სექსუალურ ძალადობას და მსგავს კრიმინალურ ქმედებებს. მიგვაჩნია, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე სრული გამოძიება ჩატარდეს. გეტყვით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ სამხედრო ძალებს უშვებს ევროკავშირის მისიებში, უნდა იცავდეს ევროკავშირის სტანდარტებს და მსგავს დანაშაულებს ნულოვანი ტოლერანტობით უნდა უდგებოდეს," განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი და ფრანგი ჯარისკაცების სავარაუდო დანაშაულებზე. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც მისიას ცენტრალურ აფრიკაში იხდიან, ქალებზე სექსუალურ ძალადობაში არიან დადანაშაულებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი