თინა ხიდაშელი: საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა "მაპი" ჩვენი მთავარი ამოცანა იყო
01-02-2016, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს ინტენსიური ურთიერთობები და ვარშავის სამიტის მოლოდინები ის თემებია, რომლებზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს „ვექტორი“ პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.


როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, მაპი არ არის საქართველოს ამოცანა, "მაპი" გავლილი ეტაპია.


„საქართველოს დღეს გაცილებით უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა "მაპი" ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასეთი განცხადება არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ გაკეთებულა. ჩვენი მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არის ის, რომ ვარშავიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემა ინსტრუმენტალურ დონეზე გაცილებით უფრო ძლიერი გამოვიდეს, ვიდრე იყო მანამდე. უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა დაცული, ვიდრე მანამდე," განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას.


თინათინ ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა. ამ ურთიერთობის ნათელ მაგალითად მან გასული წლის აგვისტოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინაუგურაცია დაასახელა. „ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, რომელიც ბატონი სტოლტენბერგის ჩამოსვლით შემოიფარგლებოდა და სპეციალურად ამ ჩამოსვლას მიეძღვნა. თარიღი ასე დაემთხვა, მაგრამ ამოცანა გრძელვადიანია. წვრთნები და შეფასება, რომელსაც JTEC მოემსახურება, იქნება როგორც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედო შენაერთებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის და სამხედრო შენაერთებისთვის. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო მეტ წვრთნას ვნახავთ ჩვენ ქართულ მიწაზე და გაცილებით უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეს, მათ ტექნიკას. სრულფასოვანი, 21-ე საუკუნის საფრთხეების შესაბამისი წვრთნები ნიშნავს იმას, რომ წვრთნაში მონაწილე ჯარისკაცებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეიარაღების თანამედროვე შესაძლებლობებთან," განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი