საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავის სამიტი, საჯარო სამსახურის სფერო და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს შეხვედრის მთავარი თემები.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. პრემიერმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უახლოესი მომავლის გეგმებიც გააცნო. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კრისტინა ბალეიშიტე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.