გორში დასრულდა დიდი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” სამი წელიწადი აშენებდა. კომპლექსში შედის სათამაშო არენა ბუნებრივსაფარიანი მოედნით, ტრიბუნებით, რომელიც გადახურულია და 2500 მაყურებლისთვის ინდივიდუალური სავარძელია დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას GEORGIA RUGBY ავრცელებს.
სათამაშო მოედნის გვერდით მდებარეობს ხელოვნურასაფარიანი სავარჯიშო მოედანი, რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. სათამაშო და სავარჯიშო მოედნები ერთ ფართობშია მოქცეული და იმავდროულად, ცალ-ცალკეცაა შემოზღუდული. კომპლექსის ირგვლივ კი დამონტაჟებულია ღამის განათება და ტაბლო.
მაღალ დონეზეა მოწყობილი გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და ვი-აი-პი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ოთახები პრესისთვის.
კომპლექსი ორიოდ დღის წინ საქმეში პირველად გამოიცადა. აქ ერთკვირიანი შეკრება გამართა გორის “ჯიქმა”, რომელიც ქართული ელიტარული სარაგბო ლიგის, დიდი 10-ის ბინადარი და ერთ-ერთი ლიდერია.
“ჯიქმა”, შესაძლოა, ადრე გაზაფხულზევე არ დაიწყოს საშინაო მატჩების გამართვა გორში, რადგან ახალდაგებულ ბალახის საფარის მიწასთან შერწყმას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, სავარაუდოდ, მიმდინარე სპორტული სეზონის მიწურულს, ანუ მაისში, აღნიშნულ არენაზე უკვე დაიწყება კალენდარული მატჩების გამართვა.
შეგახსენებთ, რომ გორში ამჟამად ბავშვთა ასაკობრივი სარაგბო გუნდები ფუნქციონირებს. ისინი ქალაქის ცენტრალური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებობენ და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ სარაგბო ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.