მოლდოვის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის სახლს უცნობმა პირმა ყუმბარა ესროლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაცით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი დილით ადრე მოხდა, მაშინ, როდესაც ბანკის ხელმძღვანელს, დორინ დრაგუნატუს და მისი ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ ეძინათ. ყუმბარამ შენობა დააზიანა.
მოლდოვის პროკურორი აცხადებს, რომ ინციდენტს, როგორც ტერორისტულ აქტს, ისე გამოძიებენ. მოლდოვის ცრენტრალური ბანკის ხელმძღვანელს მოსახლეობის ნაწილი გასულ წელს ქვეყნის ბანკებიდან მილიარდობით დოლარის გაქრობაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატიც დააკავეს. თავად ცეტრალური ბანკის ხელმძღვანელი კი ბრალდებებს უარყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.