[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ტეხასის სენატორმა, 45 წლის თედ კრუზმა აიოვას რესპუბლიკელთა პარტიულ კონფერენციაზე გამარჯვება მოიპოვა. ეს არის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის პირველი მიცემა პარტიული კონფერენციების დონეზე.
"დღევანდელი საღამო არის მამაცი კონსერვატორების გამარჯვება აიოვაში და მთელ ჩვენს დიდებულ ქვეყანაში," განაცხადა მან. კრუზმა რესპუბლიკელთა ხმების 28% მიიღო და დაამარცხა მისი მეტოქე, ერთ დროს მასზე წინ მდგომი დონალდ ტრამპი, და მარკო რუბიო.
"აიოვამ გვამცნო, რომ რესპუბლიკელების კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული მედიისა და ვაშინგტონის ისთებლიშმენტის მიერ," განაცხადა კრუზმა.
დემოკრატების შეჯიბრში ჰილარი ქლინთონს და თვითგამოცხადებულ სოციალ-დემოკრატ ბერნი სანდერსს შორის, 74 წლის სენატორი ვერმონტიდან, ძალზე მცირედი სხვაობა დაფიქსირდა. ქლინთონმა სანდერსს მხოლოდ 6 დელეგატის ხმით აჯობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.