გიგი უგულავა ხელისუფლებას მათ შესაჩერებლად ორ ალტერნატივას სთავაზობს
11-04-2014, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, გუშინ რეგიონებში მომხდარი ინციდენტები შსს-ს მიერ იყო მართული. ამის შესახებ უგულავამ გუშინ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა. 

 

 

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბრიფინგების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავდა, რისი შესაძლებლობაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა არ მისცეს. ანაკლიაში ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

 


"ეს ორკესტრირებული იყო შსს-ს, კერძოდ სუს-ის მიერ, ეს არის უკანანსკნელი რესურსი ამ ხელისუფლების. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ასეთი ჯგუფებით უპირისპირდება პოლიტიკურ ოპოზიციას, განწირულია", - აცხადებს გიგი უგულავა, რომელსაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის დატოვებისას მისმა მოწინააღმდეგე აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს, და დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაჩერდება.

 

 

უგულავა ხელისუფლებას მათ შესაჩერებლად ორ ალტერნატივას სთავაზობს. "ან ტყვია გვესროლეთ და ან ციხეში ჩაგვსვით, სხვანაირად ჩვენ არ გავჩერდებით",- აცხადებს გიგი უგულავა.

 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსვლისას 10 აპრილს, ბათუმში კვერცხები ესროლეს. დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ავტომობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსასვლელთან ახლოს ჰყავდათ მიყვანილი, პოლიციამ კი უსაფრთხოების მიზნით კორდონი გააკეთა, თუმცა, შენობიდან გამოსულ უგულავას ავტომობილში ჩაჯდომამდე აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.

 


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წინააღმედგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს განიხილავდა. სასამართლო არსებითად სარჩელის იმ ნაწილს შეეხება, რომელიც თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებას და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვას ეხება. სასამართლოს შენობასთან აქტივისტები დილიდან იყვნენ შეკრებილები. გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეებს მიმართა, მისი უსაფრთხოების მიზნით პოლიცია გამოეძახათ, რადგან მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მასზე კვერცხების სროლას აპირებდნენ.

 

 

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ შეხვედრებზე მომხდარ იციდენტებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა დაუშვებელია.

 


" ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებსა და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა.

 

 

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა" - ნათქვამია განცხადებაში და ასევე, აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გუშინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება.

 

 

დაბლა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, სადაც გიგი უგულავა თანმხლებ პირთან ერთად სასამართლოს შენობას მისი მიმართულებით კვერცხების სროლისა და შეძახილების ფონზე ტოვებს. 

 

                                                                       

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი