გიორგი მარგველაშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის მიერ წარმოებულ პოლიტიკას "სახელმწიფოებრივ" და "პოლიტიკური ვითარების" დასტაბილურების უზრუნველმყოფელ პროცესად აფასებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "TV პირველის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ არ არის პლუტარქე, რომ მოქმედი და ყოფილი პრემიერების "შედარებითი ბიოგრაფიები" წეროს.
"მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო ან ერთი პრემიერის, ან მეორესი. მე ბატონი კვირიკაშვილის მხრიდან ვხედავ წინ გადადგმულ, სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უფრო დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება," აღნიშნა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს, მარგველაშვილის თქმით, უმჯობესია ისაუბროს არა დასწრებაზე, არამედ გამოსვლის შესახებ. "უმჯობესია ვისაუბროთ არა იმის თაობაზე მოვიდა თუ არა კონკრეტული პირი ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, როგორიც არის უშიშროების საბჭო, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რა გააკეთა უშიშროების საბჭომ. ვისაუბროთ არა იმაზე, რომელმა პოლიტიკოსმა ენამოსწრებულად მეორეზე რამე თქვა, რომლის უკანაც შეურაცხყოფის მეტი არაფერი დგას, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რომ რანაირად მოახერხეს პოლიტიკოსებმა ქვეყნის უკეთესად მუშაობა. ეს მეც, პრემიერ-მინისტრსაც, მინისტრებსაც ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვაყენებს, რათა ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ," განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, კითხვები თუ რატომ არ ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ან რატომ ესწრება ამჟამინდელი, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს უნდა დავუსვათ. "არ ვიცი და არც ვაპირებ ამაში ჩაღრმავებას. ეს კითხვები არის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ამჟამინდელ პრემიერთან, კიდევ ყოფილ პრემიერთან. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ერთი იოტითაც კი. სახელმწიფო ინსტიტუციებმა უნდა ითანამშრომლონ, გამოხატონ ერთმანეთის პატივისცემა. მე ასევე მოწადინებული ვარ, რომ ვითანამშრომლო როგორც ბატონ გიორგისთან, ასევე მთავრობის ნებისმიერ წევრთან," განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვირიკაშვილთან აქვს კომუნიკაცია და ურთიერთობა, რომელიც მედიით არ შუქდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.