გია გაჩეჩილაძე: ჯერ არაფერი შეიცვლება, მერე ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას
02-02-2016, 00:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის, 55% წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ფორმატის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძე გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, თუმცა აზუსტებს, რომ ცვლილებებს ამ ეტაპზე არ აპირებს.


"ჯერ არაფერი შეიცვლება. წავა ისე, როგორც მიდის. მერე ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას. თუ ბოლომდე მივიყვანთ ამას, ძალიან კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ, ვნახოთ, რა იქნება,"აცხადებს გაჩეჩილაძე და ამბობს, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მეგობრის, გიორგი რუხაძის დახმარებით შეიძინა.


"როგორც იცით, მაკა ასათიანმა ტელეკომაპნიის გაკოტრებზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვიბრძვი, რომ არ გაკოტრდეს "მაესტრო" და ახლა მის გადარჩენაზე მიდის საუბარი. შესაბამისად ვფიქრობ იმასაც, რომ ეს ტელევიზია გახდეს კარგი, როგორც ეს ეკადრება "მაესტროს", დაიბრუნოს თავისი პოზიციები, რაც დაკარგა", - განმარტავს გაჩეჩილძე. რაც შეეხება გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის შესაძლო გათავისუფლებას, გია გაჩეჩილაძის თქმით, ჯერ არავის გათავისუფლება არ იგეგმება. "გენერალურ დირექტორად რამდენიმე ადამიანზე ვსაუბრობთ. ვინ იქნება, არ ვიცი. შეიძლება დარჩეს ის, ვინც არის. ჩვენი ძირითადი მიზანია, ტელევიზია გახდეს ყურებადი და ისევ მოიპოვოს ის ნდობა, რომელიც ჰქონდა და აუცილებელად ვეცდები, რომ ეს გავაკეთოთ," განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს "სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს ფლობს. რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15 %-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი - მაკა ასათიანია. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით, "გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს "სტუდია მაესტროს" კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი