დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამყრელიძემ "რუსთავი 2" -ს ეთერში ისაუბრა.
"მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, ასევე ჰოსპიტალიზაციის ტემპის შემცირება. სამწუხაროდ გვაქვს მერვე შემთხვევა გარდაცვალების და ეს შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვასთან. რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ საავადმყოფოს," განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე 7, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით 1 ადამიანია გარდაცვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.