საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2015 წლის ბოლოს პრემია-დანამატების სახით თანამდებობის პირებზე (50-მდე პირი) გაიცა 216 841 ლარი, მთელი 2015 წლის განმავლობაში კი 879 092 ლარი. ამის შესახებ guardian.ge-ს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში განუცხადეს.
"მთლიან უწყებაზე 2015 წელს (მათ შორის 221 არასაშტატო თანამშრომელზე) გაცემულია 1 937 787 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი ანუ, იმდენი, რაც 220 მასწავლებლის წლიური საბაზო ხელფასი და 2 344 მოსწავლის წლიური ფინანსური ვაუჩერია.
გასულ წელს სამინისტრომ დახარჯა ასევე შემდეგი ოდენობის თანხა:
მაღალჩინოსანთა მივლინებაში 47 877 ლარი:
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავზე: 138 730,40 ლარი (32 მასწაველებლი, 346 მოსწავლე)
ავტოსატრანსპორტო ტექნიკური მომსახურებაზე: 80 588 ლარი
სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში საქონლის შესყიდავზე 542 954 ლარი, მომსახურების შესყიდვაზე 30 228 790 ლარი, სამუშაოების შესყიდვაზე 40 759 ლარი, სულ სახელმწიფო შესყიდვებში გადახდილია: 30 მლ. 813 ათას 108 ლარი. (7 233 მასწავლებელი, 77 032 მოსწავლე).
აი, ასეთი იყო სამინისტროს ბიუროკრატიული აპარატის ოფიციალური ხარჯები გასულ „ქამრების შემოჭერის“ მძიმე წელს. იმ დროს, როდესაც მასწავლებლის საბაზო ხელფასი მინიმუმადეც ვერ აკმაყოფილებს საარსებო საშუალებებს, ხოლო მოსწავლის წლიური დაფინანსება საერთოდ ვერ ეწევა „ბაზრის“ მოთხოვნებს, სანიკიძის უწყების მადა უფრო და უფრო იზრდება!" - აცხადებენ ცენტრში. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.