იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "სასამართლო დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" შეკრებილ მოსამართლეებს განუცხადა, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რათა მოსამართლე ინსტიტუციურად გამყარებული იყოს.
"რეფორმის მესამე ტალღა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და გახდეს კანონი. უკან ნაბიჯი და ამ რეფორმის გატანა პარლამენტიდან არ მოხდება, ამიტომაც მაინტერესებს რას ფიქრობთ რეფორმით გათვალისწინებულ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ მოსამართლეთა შერჩევის წესები, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროებივით, რადგან სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით," განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, წარსულ საქმეებთან დაკავშირებით მას აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომელსაც არ შეიცვლის, თუმცა იუსტიციის სამინისტროს, როგორც სასამართლო ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ერთად იარონ მომავლისკენ.
"მომავალში მე არ მინდა განმეორდეს მსგავსი საქმეები. არ მინდა მინისტრის ცვლილებით ისევ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა არ იქნებით დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება არა კარგი მინისტრი, რომელიც არ გააკონტროლებს სასამართლოს, არამედ ინსტიტუციურად გამყარებული მოსამართლე," განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.