თეა წულუკიანი: საქართველოში ვერც ერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას აკონტროლებს
02-02-2016, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ვერც ერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს, ან აკონტროლებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

 

"ჩემდამი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ აიღოთ, ეს გახლავთ თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არც ერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით მოსწონს ეს ვინმეს თუ არა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის მოხარულია იმით, რომ მოსამართლეებს მოსწონთ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი და მეორე ტალღა. როდესაც ჩაკეტილი სისტემა თავისუფლდება იქ იწყება მწვავე დებატები და მოვლენები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს მალე ჩაივლის. "ყოველ შემთხვევაში ამას გისურვებთ მთელი გულით", - მიმართა მან მოსამართლეებს. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას, წულუკიანის თქმით, იგი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა მიუხედავად იმისა, მოსამართლეები მას გაიზიარებენ თუ არა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი