თბილისის მერი, დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეზე, დედაქალაქში ერთ-ერთ სკვერისათვის თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელის მინიჭებასა და თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების საკითხებზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიამ და ლევენთ გურმუქჩუმ იმ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელებიც დედაქალაქში საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართება. გარდა ამისა, თბილისის მერმა ელჩს რამდენიმე სავარაუდო სკვერის ვარიანტი წარუდგინა, რომელთაგანაც ერთ-ერთს, შესაძლოა, თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი ეწოდოს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ წელს საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობის 25 წლის იუბილე აღინიშნება. თურქეთის საელჩომ მოგვმართა თხოვნით, ჩავატაროთ ერთობლივი კულტურული ღონისძიება. შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე. გარდა ამისა, საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ სკვერს თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი დაერქმევა, შევთავაზეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი. ამ საკითხის განსახილველად მივმართავთ საკრებულოს. ვისაუბრეთ სტამბოლი თბილისს შორის დაძმობილების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ 2016 წელს მოვაწერთ ხელს დაძმობილების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.