რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის იუსტიციის სამინისტოში გააკეთეს.
უწყების პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუსი, რომლითაც სასამართლოს საქმიანობა რეგულირდება, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„რუსეთმა რომის სტატუსს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა 2016 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, რომის სტატუსი ძალაში შესული არ არის“ - აცხადებენ სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.