საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისი განცხადება დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას გააკეთა.
"დაავადებების და მიმართვიანობის ზრდის ტემპი, საბედნიეროდ, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებისკენ წავალთ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, თუმცა მისივე მტკიცებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საქართველოში H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე შვიდი, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.