მანანა კობახიძე: იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან, ვაღიაროთ - გაპატიებთ
02-02-2016, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე მოსამართლეები პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს დაუპირისპირდნენ. მოსამართლეთა უკმაყოფილება კობახიძის მოწოდებას მოჰყვა, რომელმაც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მიმართა, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ეღიარებინათ.

 

 

"ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმებეეზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

კობახიძის ამ განცხადებას მოსამართლეთა უკმაყოფილება და რეპლიკები მოყვა: "რა უნდა ვაღიაროთ?", "რას გვაპატიებთ?". მოსამართლეთა თქმით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა. "ნოტარიუსის როლი ნამდვილად არცერთს არ გვქონია. ნებისმიერი გადაწყვეტილება საჯაროა და შეგიძლიათ შეამოწმოთ", - მიმართა კობახიძეს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი