"ჩვენზე განვითარებულ ქვეყანაში ხდება საქმეების წაგება სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ იმ ქვეყნებში თავში აზრად არავის მოსვლია, რომ ამის გამო კონკრეტული მოსამართლე გაეთავისუფლებინათ" - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე "სასამართლო დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" გამოსვლისას განაცხადა.
"ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სასამართლო ხელისუფლებაში უკავშირდებოდა ჩემს სახელს და მინდა რამდენიმე კომენტარი გავაკეთო. ითქვა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მურუსიძის სამართალს გაუგონარი უწოდა. იქნებ მოვუსმინოთ მოსამართლეთა კორპუსს, დავსხდეთ, გავიაროთ აღნიშნული თემები, ვინაიდან სრულიპასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კორპუსის არამარტო აბსოლუტურ უმრავლესობას, არამედ ყველა მოსამართლეს მიაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქ არ იყო მითითება უზენაეს სასამართლოზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სამოტივაციო ნაწილი, სადაც დეტალურად არის მითითებული, თუ რას მიიჩნევს სტრასბურგის სასამართლო დარღვევად და ჩამოთვლილია მთელი რიგი დარღვევები. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში, იქნება ეს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი თუ სხვა, ხდება საქმეების წაგება სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ იმ ქვეყნებში თავში აზრად არავის მოსვლია, რომ ამის გამო კონკრეტული მოსამართლე გაეთავისუფლებინათ. ვნახოთ რომელიმე დარღვევას, რომელიც აქვს სტრასბურგის სასამართლოს, თუ მივაბავთ უზენაეს სასამართლოს, სასამართლო სისტემაში ვერ მოძებნით ვერც ერთ მოსამართლეს, ვინც იტყვის, რომ უზენაეს სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო", - დასძინა ლევან მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.