პარტია ,,თეთრების"" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და ამბობს, რომ სატელეფონო საუბრებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან ერთად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც კი უცხადებენ თანადგომას. ამის თაობაზე მან "ახალ თაობასთან" საუბრისას განაცხადა. შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ არჩევნები არ გაყალბდა, მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
,,მე ქუთაისში ვიყრი კენჭს. ქუთაისელების კანდიდატი ვიქნები, ძალიან ბევრმა მთხოვა. თბილისის მერის პოსტზეც შემომთავაზა ბევრმა პარტიამ, მაგრამ უარი ვუთხარი, იმიტომ კი არა, რომ თბილისელი არ ვარ, ვიცი, რომ თბილისში ჩემზე მეტს სხვა გააკეთებს, მაგრამ ქუთაისში ჩემზე მეტს სხვა ვერ გააკეთებს... ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს და ვალდებული ვარ, მუხლმოდრეკილი ვიყო ქუთაისის წინაშე, ისეთი დამოკიდებულება გამოიჩინეს მათ ჩემს მიმართ. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელბი, მათ შორის ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები მირეკავენ და მეუბნებიან: თუ თქვენ მხარს არ დაგიჭერენ და ხმას არ მოგცემენ, შეიძლება, პარტიიდან გავიდეთ. მე ვეუბნები, რომ ასეთი მოძრაობები არ გვინდა", - განუცხადა თემურ შაშიაშვილმა ,,ახალ თაობას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.