მამუკა ახვლედიანი: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტის გამჟღავნების პუხისმგებლობა ნინო გვენეტაძეს ეკისრება
02-02-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტის წინასწარ გამჟღავნების თაობაზე მთელი პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ეკისრება, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

"ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მე მომაწოდეს სასამართლოს კეთილისმსურველებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გავაცანი ეს დოკუმენტი მათ. ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი უარყოფითი კამპანია - გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა ხომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაიაროს? მიდის კამპანია, რომ არსებობდეს დაუსწრებელი სწავლება და სკოლის მარტივად გავლა. ასეთი ფორმებით შერჩეული ადამიანები უნდა სწავლობდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაუსწრებლად და გამარტივებული წესებით და შემდეგ მოსამართლედ დანიშვნა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ეს არის ერთიანი სქემა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ქუჩიდან აიყვანო ამ წესით და გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ სწავლის წესი მარტივი იქნება, გაივლის და დაინიშნება იუსტიციის საბჭოს მიერ. მე გამაჩნია კითხვები, რომელიც საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს.

 

 

ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობდა იურიდიულ წრეებში. დადასტურებულად ახლა მოვიპოვე დოკუმენტი. მასალები, რომელიც მე მაქვს გადავეცი იუსტიციის საბჭოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს მისი ნამდვილობა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი