ჰააგის ტრიბუნალი რუსეთს გამოძიებაში ჩართვას ვერ აიძულებს, თუმცა, მას შეუძლია, ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს
02-02-2016, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჰააგის ტრიბუნალი რუსეთს გამოძიებაში ჩართვას ვერ აიძულებს, თუმცა, მას შეუძლია, ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს" - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

"რუსეთს აქვს ხელმოსაჭიდი ის, რომ მას თავის დროზე არ აქვს ხელი მოწერილი იმ დოკუმენტისთვის, რომელიც დაავალდებულებდა, ხელი შეუწყოს ჰააგის ტრიბუნალის მიერ წამოწყებულ გამოძიებას. აქედან გამომდინარე, ჰააგის ტრიბუნალს არ აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ რუსეთი, როგორც მხარე აიძულოს, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალს აქვს მეორე ბერკეტი. კერძოდ, მას შეუძლია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. თუნდაც იმ ადამიანებზე, ვინც ამ ომის წარმოებაში მიიღო მონაწილეობა და მათი მხრიდან რაიმე დანაშაული იკვეთება. ეს შეიძლება იყოს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამხედრო ხელმძღვანელობა, სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელობა - ასე რომ ბერკეტები არის. მთელ ამ საქმეს აქვს მორალური მხარე – მთელი მსოფლიოსთვის ეს ადამიანი იქნება დამნაშავე. კაცი, რომელმაც აწარმოა ომი არაადამიანური მეთოდით, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება სამხედრო თვალსაზრისით, ეთნოწმენდა ჩაატარა და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი