პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიის დასრულების შემდეგ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობას.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა გეორგიოს ხაძიმიხელაკისს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.