არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კანდიდატების საგამოცდო ტესტის წინასწარ გამჟღავნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
02-02-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ, მოსამართლეთა კანდიდატების საგამოცდო ტესტის წინასწარ გამჟღავნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. როგორც მამუკა ახვლედიანთან შეხვედრის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა გამართოს ღია სხდომა, რომელზეც აღნიშნულ საკითხს განიხილავს.

 


"მივიღეთ ინფორმაცია, რომ იუსტიციის საბჭოდან გადიოდა ტესტები, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე. რა თქმა უნდა, ეს თუ მართალია დარღვევაა და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ჩვენ გვაქვს პრობლემები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნაში და ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად ჩვენი საუბრისა მაინც ვერ მოხდა ამ სისტემის რეფორმირება, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს და შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტებით. იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ჩართულები იყვნენ ამ სქემაში. ამაში მონაწილე რომ არ ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელმა, ეკა გიგაურმა.

 


ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას თქმით, კი, საეჭვოდ იკვეთება გამოცდების პროცესში გარიგებები.

 


"ეს პროცესი არის გაუმჭვირვალე და არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ობიექტურობის შეფასების მექანიზმები. დოკუმენტში, რომელიც მამუკა ახვლედიანამ წარმოგვიდგინა, ტესტის პასუხი და გამოცდის მონაწილის პასუხი ერთმანეთს ემთხევვა. ეს გარემოება ეჭვს აჩენს, რომ არა მხოლოდ გასაუბრების, არამედ კაზუსების წერის ეტაპზეც სავარაუდოდ ტესტები ცნობილი იყო გარკვეული კონკურსანტებისთვის, ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, ვინ იყვნენ ეს კონკურსანტები, ან რა კავშირი აქვთ საბჭოსთან. საბჭო ვალდებულია და მისი პასუხისმგებლობაა გამოცდების ორგანიზება. მათ უნდა გასცენ პასუხი, როგორ მოხდა ტესტების გამჟღავნება. ამაზე ღია განხილვები უნდა დაიწყოს. ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ველოდებით პაუსხის საბჭოსგან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 


ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის" ხელმძღვანელის სოფო ვერძეულის თქმით, კი მამუკა ახვლეიდანმა ერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ გააცნო ორგანიზაციებს, თუმცა აღნიშნა, რომ სხვა კონკურსანტების მხრიდანაც არსებობს ეჭვი. "ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამოსაკვლევი. მოვითხოვთ, რომ საბჭომ სპეციალური სხდომა მიუძღვნას ამ საკითხს და ღია სხდომაზე მოხდეს განხილვა. პირველ რიგში, გასარკვევია ამ დოკუმენტის წარმომავლობის და ავთენტურობის საკითხი, რაც საბჭოს გასაკეთებელია", - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი