"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი განცხადების მთელი არსი იყო, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ მტერიც და მოყვარეც" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჯანელიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გამოცდილებას შეეხებოდა.
"შეიძლება ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ახალგაზრდა მინისტრი, რომელიც მგონია, რომ ძალიან ნიჭიერი და კომპეტენტური ადამიანია, თუმცა, ჩემს განცხადებაში გამოცდილებაზე იყო საუბარი. ახლაც ვფიქრობ, რომ ლავროვის გამოცდილება ჩვენი მხრიდან ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს, უნდა მოვემზადოთ სათანადოდ, თუკი ასეთი შეხვედრა საერთოდ შედგება და იმედი მაქვს, შედგება. ეს იქნება ურთულესი შეხვედრა, ამიტომ საფუძვლიანი მომზადება იქნება საჭირო. ეს იყო ჩემი აზრი და იგივე შემიძლია გავიმეორო სახელების გარეშე", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.