ლავროვმა თაფლის კასრში ერთი კოვზი კუპრიც გაურია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რევერანსები
02-02-2016, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მითითება მისცა, რომ მაქსიმალურად დაათბონ ურთიერთობა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში" - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

"ჩემი აზრით, რუსეთი ცდილობს ამ მეთოდით ერთგვარი განწყობა შეუქმნას სხვებს, რომ მათ ქართველებთან საერთო ენა გამონახეს და სხვების ჩარევა ურთიერთობაში საჭირო აღარ არის. ეს სწორი მეთოდია რუსეთის მხრიდან სათავისოდ, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ეს გაშიფრეს და მაინცდამაინც ასეთი ტიპის კონტაქტებზე არ მიდიან. ლავროვის განცხადებებში, გარკვეული რევერანსები იყო ქართული მხარის მიმართ, მაგრამ თაფლის კასრში ერთი კოვზი კუპრიც გაურია და სწორედ ეს იყო პანკისის თემა. მოსკოვში ბევრად უკეთ იციან, რა ხდება პანკისში, ვიდრე თბილისში ზოგიერთმა. მათ იციან, რომ იქ არავითარი ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, პანკისი არის ძალიან ცუდი ბრენდი, ყველამ იცის, რომ იქ თავის დროზე რაღაც ცუდი ხდებოდა და ამის გამო შესაბამისი რეაგირებაც აქვთ. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ ის, რაც თქვა ლავროვმა და სწორად უნდა გავიგოთ გზავნილები, რომელიც ამ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა – ანუ, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების დასათბობად, თუ ჩვენ დავივიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს და მეორე, თუ არ დავათბობთ ამ ურთიერთობებს და არ გავაჩერებთ დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც ცდილობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაშინ გავიხსენოთ პანკისი", - განმარტა მამუკა არეშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი