პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დაუსწრებლობის თემას ეხმაურება და ამბობს, რომ "ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ".
"ევროსაბჭოში რეზოლუციებს იღებენ, რომ საქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია. ამაზე პასუხს კი აგებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია ევროსაბჭოში. ამიტომაც უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს და იცით როგორ? - თანამშრომლობით. არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე. ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ, თვალებში ჩავხედოთ ყველაფერს," განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ "სასამართლო კორპუსში უნდა იყოს თანამშრომლობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული არავისგან".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.