"თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის, სახელწოდებით, "არასაპარლამენტო ოპოზიცია," შექმნას აპირებენ და თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავას ასახელებენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ რეალური მრავალპარტიულობა და დავასრულოთ კოაბიტაციის მახინჯი პროცესი, როდესაც ხელოვნურად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდაჭერით, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მითვისებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ხელისუფლების რეალური და ჯანსაღი ოპონირება ძალუძს მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას და ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც ბოლოდროინდელ დებატებზე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ხელისუფლებებს ცვლიან მისსავე წიაღიდან გამოყოფილი ყოფილი ჩინოვნიკები და შედეგიც სახეზეა. ჩვენი ბლოკი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალთა ერთობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირველი დღიდან აპროტესტებდა "ნაციონალური მოძრაობის" არადემოკრატიულ და დანაშაულებრივ ქმედებებს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობას და 7 ნოემბერს, 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებს და სხვა დანაშაულებს.
ბლოკის გაფართოების მიზნით ვაგრძელებთ კონსულტაციებს დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენი კარი ღიაა ყველა ორგანიზაციისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფისათვის, რადგან ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორ პარტიებს პარიტეტის პრინციპს და არა თვითლიკვიდაციას ან გამოსყიდვას.", -აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.