არ მგონია გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს არის ის, რაც ჩვენ არ გვქონდა და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდებოდა, ამიტომ რეფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ეს დამოუკიდებლობა მიიღოს და შეძლოს ემსახუროს მართლმსაჯულებას, პირველ რიგში სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ სამართლიანობის პროცესის გაგრძელებას ელოდება.
ჩვენ პირად ვალდებულებად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა სასამართლომ არ გაიაროს ის გზა, რაც წლების წინ გაიარა და შეძლოს სწორედ რომ მიიღოს ის დამოუკიდებლობა, რომელიც სჭირდება სასამართლო ხელისუფლებას იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სამართლიანობას ემსახურებოდეს.
დადგება დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ამ სტატუსებისა და თანამდებობების მიღმა ვიქნებით და დავინახავთ, რომ ყველას სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მათ შორის მოსამართლეებსაც, პოლიტიკოსებსაც, რიგით მოქალაქეებსაც. ეს აუცილებლობა დღესაც უნდა იყოს ყველასთვის გაცნობიერებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.