პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ და პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკარტების" წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, გამოსვლების ის ფორმატი მოითხოვეს, როცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს უმცირესობას, უმრავლესობას, ვიცე-სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს. ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით გამოსვლის შესაძლებლობა პარლამენტის იმ წევრებსაც უნდა მიეცეთ, რომელიც ფრაქციების თავმჯდომარეები არ არიან.
მათი მოთხოვნა და მოსაზრება ბიუროს წევრმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციათა თავმჯდომარეთა გამოსვლა სრულიად საკმარისი იქნება. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.