არჩილ ხაბაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოხსნაზე და ბულვარის მერიისთვის გადაცემის საკითხზე განმარტებებს აკეთებს
02-02-2016, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოხსნაზე და ბულვარის მერიისთვის გადაცემის საკითხზე განმარტებებს აკეთებს. ორივე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბულვართან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან რამდენიმე მოთხოვნა იყო, მათ შორის, მესამე სასეირნო ზოლის აღდგენა და ბულვარის მერიისთვის გადაცემა. ხაბაძის განმარტებით, საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბულვარის დირექტორსა და მენეჯერული რგოლის წევრებს სამსახურიდან ერთი კვირის ვადაში გაათავისუფლებს, ხოლო ახალი მენეჯმენტის დასანიშნად კანდიდატურებს ბათუმის მერიისგან მიიღებს.    

 

 

"მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა საინიციატივო ჯგუფის განცხადება. პეტიციის თაობაზე, რომელსაც ხელს აწერდა საზოგადოება და ითხოვდა სამივე ბილიკის შენარჩუნებას, გადაწყდა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ერთი კვირის ვადაში დადებს რეკომენდაციას. კომისია დაკომპლექტდება მთავრობის რამდენიმე სამსახურის, საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. აქედან გამომდინარე, ბულვარის დირექტორსა და მოადგილეებს გავათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან. მერიასა და საკრებულოს ვთავაზობთ, წარმოადგინონ მენეჯერები ამ თანამდებობებზე დასანიშნად.    

 

 

11 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილია მთავრობიდან, ჩვეულებრივ დაიხარჯება ბულვარის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. ახალი მენეჯმენტი, რომელიც მერიაზე იქნება დაქვემდებარებული, გადაწყვეტს რესურსების გამოყენების მიმართულებებს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.    

 

 

ბულვარს 2012 წლის ნოემბრიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავდა. ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებისა და ახალი კონცეფციის გამო ბათუმელების ერთი ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავდა. საზოგადოება ბულვარის ძველი იერსახით შენარჩუნებას ითხოვდა, ახალი კონცეფციის სამუშაო ვერსიის მიხედვით კი ბულვარის პერიმერტზე უნდა მოწყობილიყო ახალი კაფე-ბარები და გასართობი ზონები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი