პრეზიდენტის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოსაზრებას მხარს დავუჭერდი, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი რომ იყოს, - ამის თაობაზე პოზიცია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა.
"მე სავსებით დავუჭერდი მხარს ჩემი კოლეგის, გიორგი გაბაშვილის მოსაზრებას იმ შემთხვევაში, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი რომ იყოს. ყველა საკითხს, რომელიც მართლაც საქართველოს წინაშე დგას, შესაბამისი ფორმატით გავაანალიზებდით. პრეზიდენტის გამოსვლაშიც იქნებოდა გარკვეული ვალდებულებები, დარგების მიხედვით ესაუბრა. შესაბამისად, კომიტეტების ხელმძღვანელების, ასევე დარგის, სფეროების მიმართულებით ცალკეული დეპუტატების გამოსვლა ნამდვილად საინტერესო იქნებოდა", -განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, "რეალურად, საქმე ძალიან სერიოზულ, საინტერესო გამოსვლას ეხება". "ასეც ველოდებით, ყოველ შემთხვევაში იმ სიმაღლიდან, რასაც პრეზიდენტის გამოსვლა ჰქვია, თუმცა არა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის და თავმჯდომარის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აკადემიურობა გვმართებს. ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლები სრულად შეიძლება მოიცავდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების შეხედულებებს და აზრს", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.