თბილისის 53-ე სკოლაში შექმნილი კრიზისი გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს, თუმცა აცხადებს, რომ სამინისტრო მოლაპარაკებებს 53-ე სკოლის პედაგოგებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართავს, თუკი ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.
მინისტრის თქმით, სამინისტროს გენინსპექციის დასკვნის გასაჩივრება, რის საფუძველზეც სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სასამართლოს გზით შეიძლებოდა და ეს ოპტიმალური გამოსავალი იყო.
"მთელი ამ მასკარადის მოწყობა რისთვის იყო საჭირო, დღემდე გაუგებარია. ზოგიერთი პედაგოგი და სკოლის წარმომადგენელი ვაჭრობის ფაზაში გადავიდა - გვითხრეს, რომელიმე ჩვენგანი დანიშნეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლადო",- აცხადებს სანიკიძე და აღნიშნავს. რომ სამინისტროში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არავინაა განწყობილი.
"ნუ გადავლენ ზღვარს, ნუ მოიჭრიან თანამშრომლობის ყველა იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები თავიანთი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდებიან", - ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
53-ე სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა დირექტორ მარიამ რამინაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. მთელი ამ ხუთი დღის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესი ძირითადად ჩაშლილია და მხოლოდ პედაგოგთა ერთი ნაწილი ატარებს გაკვეთილებს. დღემდე, აქციის მონაწილეები დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა დღეს მოთხოვნა შეცვალეს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს იმ ბრძანების გაუქმება მოსთხოვეს, რომლის თანახმადაც 53- სკოლის ახალ დირექტორად ეკა გახარია არის დანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.