2016 წლის 2 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან (რეზიდენციით ერევანი) სურეშ ბაბუსთან, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში ელჩის რანგში.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სურეშ ბაბუს საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის და განათლების სფეროებში. აღინიშნა, რომ საქართველო და ინდოეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, რაც გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერაში.
მინისტრმა ინდოეთის ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.