ომბუდსმენი პრემიერს მიმართავს, რომ ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს
02-02-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

 

 

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. სავალალო მდგომარეობაშია კლინიკები და ამბულატორიები, მცირეა კვალიფიციური ექიმების რაოდენობა. მოსახლეობას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს საოკუპაციო ხაზის გადმოსაკვეთად. საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული აქვს ნება – ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სერვისები, მათ შორის პირადობის ნეიტრალური მოწმობის საფუძველზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას, რაც თავისთავად ეხმიანება სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს. სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ სხვა ჯანდაცვის პროგრამებთან შედარებით C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა გაცილებით ძვირადღირებულია და მეტი უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამ დოკუმენტის გაცემასა და თვით დოკუმენტის მფლობელზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პრემიერ მინისტრს შეისწავლოს ეს საკითხი უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის №169 დადგენილებში - "C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის" შესახებ. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი