ოღონდ პატრიარქს აგინონ და 500 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, - ამის თაობაზე უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა განიხილეს.
"დიდი შეტევაა ჩვენს პატრიარქზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენს ქვეყანაში რელიგიური მიმდინარეობის კუთხით ყველაზე დაუცველი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ. მიაჩნია, რომ ჯარიმები ძალიან მცირეა. პიროვნებები, რომლებიც საკუთარ აზრს ათეისტური შეხედულებით გამოხატავენ, საშიში არ არიან. ესენი არიან ერთეულები და ამას ძალიან დელიკატურად ამბობენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ჩვენს მართლმადიდებლობას, თუნდაც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, ესენი არიან ორგანიზაციები, ძალიან მოწესრიგებული, თავიანთი გეგმითა და შეხედულებით. მე მიმაჩნია, ეს ორგანიზაციები ამ 500 და 1000 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას აგინონ და რაც შეიძლება მეტი ბოღმა ანთხიონ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ვთვლი, რომ ჯარიმებს, რაც აქ წერია, თითო ნული უნდა მიემატოს აუცილებლად. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს" - აცხადებს კოპალიანი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. პროექტის ავტორი "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.