გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, გავლენა მოახდინოს უკრაინის დონბასში მოქმედ სეპარატისტებზე. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომელიც დღეს, რუსული მხარის ინიციატივით შედგა.
მერკელის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების კუთხით პროგრესის მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა. გუშინ გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლა. როგორც შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაახანგრძლივოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.