"თავისუფალი დემოკრატები" იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელზეც პატიმართა შეწყალების საკითხზე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი საუბრობს, უახლოეს მომავალში პარლამენტის წინაშე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დასვამენ.
"შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება კიდევ უნდა გავცვალოთ. გვაქვს პრინციპული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია უახლოეს მომავალში დასვამს კომისიის შექმნის საკითხს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.
პროკურატურას წყაროს მხოლოდ იმიტომ არ ვუსახელებ, რომ გამოძიებას არ ვენდობი. პროკურატურა მხოლოდ ჩაფარცხვაზე მუშაობს. კომისია შეიქმნება თუ არა აუცილებლად დავასახელებ იმ თანმდებობის პირს, იმ გარემოებებს, ყველა დეტალს, რაზეც ეს ადამიანი მესაუბრა. იმედი მაქვს, "ქართულ ოცნებაში" დარჩნენ პასუხისმგებლობის მქონე, ადეკვატური დეპუტატები, რომლებიც კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ", - აღნიშნა ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.