"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ იმ ავტომობილის დათვალიერების მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც კუჭავამ გამოძიების ინფორმაციით, თავი მოიკლა.
"ავტომანქანის წინა სავარძელზე, სალონში მძღოლის მხარეს საფერფლე არის გავსებული და ნამწვები ძირსაც ყრია, ხოლო იმ ადგილას, სადაც კუჭავა იჯდა, ანუ უკანა სავარძელზე საერთოდ არ ეტყობოდა ნაფერფლი", - განაცხადა ადვოკატმა.
გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმის მანქანას ექსპერტიზა რამდენიმე საათია უტარდება, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, კუჭავას ოჯახის წევრები და ადვოკატი ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.